“თუ სიბერეში შვილიშვილებს მოვუყვები რა გამიკეთებია ცხოვრებაში – ეს არის ც-ჰეპატიტის პროგრამა” – სოზარ სუბარი

„თუ სიბერეში რამეს მოვუყვები შვილებს და შვილიშვილებს, მე რა გამიკეთებია ჩემი სამშობლოსთვის, ეს არის c ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც დავიწყე სასჯელაღსრულების სისტემაში“- ამის შესახებ სოზარ სუბარმა რადიო პალიტრას  „შუა დღის“ სტუდიაში განაცხადა. მმართველის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამგორის ოლქში გადაცემაში ისაუბრა, რომ პროექტზე მუშაობა მაშინდელ მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან და ( რომელიც ჯანდაცვის სფეროს კურირებდა) და თენგიზ ცერცვაძესთან,( რომელიც პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელად დაიქირავეს ) ერთად დაიწყო. „ჯერ კიდევ სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნისას ვამბობდი – მიუხედავად იმისა, რომ ციხეებში ნაციონალური მოძრაობა c ჰეპატიტის მიმართულებით კვლევებს საერთოდ არ ატარებდა, ვვარაუდობდი, რომ 40- დან 60 პროცენტამდე უნდა ყოფილიყო დაავადებულთა სტატისტიკა, ხოლო, როცა მინისტრი გავხდი, პირველი ამ კვლევების ჩატარება დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი 49, 05 პროცენტს-ყოველ მეორე პატიმარს ჰქონდა. ქალთა დაწესებულებაში კი სტატისტიკა 60 პროცენტამდე აღწევდა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ დახმარება დონორ და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვეს, რომლებიც ამ სფეროს ლობირებდნენ. ამ ორგანიზაციებისთვის, სოზარ სუბარის განცხადებით, წინადადება მისაღები აღმოჩნდა, რადგან ამ შემთხვევაში, მთავრობამ თავად წამოიწყო ეს ინიციატივა. მათ წინა ხელისუფლების პერიოდში თავად ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ-„პირველი, რასაც მივაღწიეთ, ეს იყო უფასო წამლები პატიმრებისთვის და 60 პროცენტიანი ფასდაკლება 10.000 დაავადებული ადამიანისთვის. ბუნებრივია საკითხის გადაჭრაში გვეხმარებოდა და გვერდში გვედგა ბატონი სერგიენკო. როცა უკვე მთავრობას ჩვენი წინადადებები წარვუდგინეთ, ბატონი ბიძინას რეაქცია იყო შემდეგი.  “თქვენ რა გინდათ, ხალხმა დანაშაული ჩაიდინოს და ციხეში წავიდეს?“-და ჯანდაცვის სამინისტროსთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ ვუშველოთ ქვეყანას, ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომით წელიწადნახევრის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამა-ც ჰეპატიტის ელიმინაცია მივიღეთ.“-განაცხადა სუბარმა.
სტუდიაში სუბარმა ასევე გაიხსენა, რომ ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო საკითხის მოგვარებაში ლიდერი გახდა და მათ გადაიბარეს შემდგომი ნაბიჯების განხორციელება, რითაც 65.ათასი ადამიანი განიკურნა და სიკვდილს გადაურჩა. პროგრამა ამ დრომდე გრძელდება და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. სოზარ სუბარი სტუდიაში იმ გავრცელებულ ჭორებსაც შეეხო, რომელიც ც ჰეპატიტის მედიკამენტების თითქოსდა ვადის გასვლის თემას ეხებოდა-„ეს არის აბსოლიტური ტყუილი, ის ხალხი, ვინც ამ სიცრუეს ავრცელებს, თავად სკრინიგსაც კი არ ატარებდა ციხეში, რაღაც მედიკამენტების რაოდენობა ყოველთვის ფუჭდება ხოლმე,ყოველთვის უნდა გქონდეს მარაგი, რომელსაც შეიძლება ვადა გაუვიდეს და ეს ჩვეულებრივი ამბავია,მედიკამენტების გაუმჯობესება სამჯერ მოხდა, ჩვენ გაუმჯობესებულ პრეპარატებს ვიყენებდით და მოძველებულს ხმარებიდან ვიღებდით, ეს ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებისგან მოდიოდა“- განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები