აჭარაში, ე.წ ,,ოაზისის“ კლასტერიდან დღეს ჩატარებული 285 პისიარ ტესტი უარყოფითია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ კვლევები გრძელდება, დანარჩენი პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროში მყოფი ყველა პირი საკარანტინე რეჟიმზე გადავიდა. მათ ვირუსზე ანალიზები აუღეს, ნაწილის პასუხი დღეს გახდა ცნობილი.