სახელმწიფო ორიენტირებულია ყველა სფეროს განვითარებაზე, რაც ქვეყნის წარმატების საწინდარია – გოჩა ენუქიძე
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს აგრძელებს.
მაჟორიტარობის კანდიდატი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამხატვრო, სამუსიკო სკოლებისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა ორმხრივი დიალოგისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში წარიმართა. მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ამ სფეროს წარმომადგენლების საჭიროებები მოისმინა და მათ თანადგომა გამოუცხადა.
„ ჩვენ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს ვხვდებით, ვისმენთ მათ საჭიროებებს, ვგეგმავთ სამომავლო ამოცანებს, სახელმწიფო ორიენტირებულია ყველა სფეროს განვითარებაზე, რაც ქვეყნის წარმატების საწინდარია“- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში თავის სამაჟორიტარო ოლქში შეხვედრებს აგრძელებს.