“ნავნე” კოვიდინფიცირებული თანამშრომლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსთაველ გოგონას, რომელიც მაღაზია “ნავნეში” მუშაობდა კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი თბილისში მაღაზია “ნავნეს” საწყობში მუშაობდა, თუმცა 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ “ნავნე” სოციალურ ქსელში წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შვებულებაში გასვლის შემდეგ ინფიცირებულს არცერთ თანამშრომელთან არ ჰქონია შეხება.

“ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ გუშინ ღამით ჩვენი თბილისის საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში, არ ქონია შეხება არც ერთ ჩვენს თანამშრომელთან. მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, “ნავნე” გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. “ნავნეს” არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს,”- აღნიშნულია მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები