ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება გრძელდება

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საპირფარეშოების რეაბილიტაცია-მშენებლობა 14 საჯარო სკოლაში განხორციელდება. თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სველი წერტილების მოწყობა ახალი სასწავლო წლისთვის დასრულებული იქნება.

დღეს, სოფელ ქვემო არქევანისა და ჭაპალას სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

სოფელ ქვემო არქევანში სრულიად ახალი საპირფარეშოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება, სოფელ ჭაპალას სკოლა კი ახალი სახურავით გადაიხურება.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. განათლების ხელშეწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. წელს ბოლნისის მასშტაბით სველი წერტილები და სახურავი ჯამში 14 სკოლაში შეიცვლება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 590 000 ლარამდე დაიხარჯება. რაც მთავარია, საპირფარეშოები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. სკოლებში პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც განხორციელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები