ხობში მიმდინარე ინფრატსრუქტურულ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ნოჯიხევში მოსაცდელის მშენებლობის და საგვიჩიოს საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესს, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნო.
სველი წერტილების რეაბილიტაციაზე 32654 ლარი, ხოლო მოსაცდელის მშენებლობაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 11 640 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები