ბაქრაძე: “ნაცმოძრაობას” უფლება აქვს დაასახელოს, ვინც უნდა, მაგრამ უნდა იყოს კომპრომისული
“ნაციონალურ მოძრაობას” უფლება აქვს დაასახელოს, ვინც უნდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ნებისმიერი წამყვანი ფიგურა უნდა იყოს კომპრომისული – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რეგიონული კვირას“ კითხვას, უნდა დაბრუნდეს თუ არა საქართველოში გაქცეული ექს-პრეზიდენიტი მიხეილ სააკაშვილი და უნდა გახდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი?
შეძლებს თუ არა სააკაშვილი განსხვავებული პარტიების გაერთიანებას, ბაქრაძეს ამის შესახებ პროგნოზის გაკეთება უჭირს.
“რა თქმა უნდა “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება აქვს დაასახელოს ვინც უნდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ნებისმიერი წამყვანი ფიგურა უნდა იყოს კომპრომისული ფიგურა, რომელიც შეძლებს გააერთიანოს განსხვავებული პარტიები. ვინ შეძლებს ამის გაკეთებას გამოაჩენს პოლიტიკური პროცესი და გამოაჩენს არჩევნები”, – განაცხადა ბაქრაძემ.
https://youtu.be/WDK6ODEy6dw