გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალსის” ექიმები სასტუმრო “ოაზისში” იმყოფებიან. ინფორმაცია ამის შესახებ “რეგიონულ კვირასთან” საავადმყოფის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, სამი ექიმი ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” კონფერენციას დაესწრო.
“სამი ექიმი ჩვენი საავადმყოფოდან სასტუმრო “ოაზისში” იმყოფებოდა, 2 მათგანი სასტუმროში დარჩა და 1 ჩამოვიდა როგორც ვიცი, ისინი საავადმყოფოში არ მოსულან და შესაბამისად კონტაქტების სიაში არ ვითვლებით”,- განაცხადა გელა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ერთერთ დამსვენებელს, რომელიც რუსთავის “ავერსის” კლინიკის თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა შესაბამისი ზომები მალევე მიიღეს, კვლევები დაიწყეს და სასტუმრო ჩაკეტეს.