სოფელ მამხუტში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

სოფელ მამხუტში მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მე-2 ეტაპი აქტიურად. 1100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე უკვე დაიგო ბეტონის გზა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი იფნორმაციით, ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის სანიაღვრე ქსელის მოწყობას ახორციელებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საერთო ღირებულებით 800 000 ლარი.
სოფელ მამხუტში გზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წელს განხორციელდა.

კომფორტული გზით 2400 ბენეფიციარი ისარგებლებს.

სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები