“იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოტეხეს” – როგორ მოილხინა “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა 15 წლის მოზარდების ნიშნობაში

19 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის თ. ვ. – სა (და­ბა­დე­ბუ­ლი 15.12.2004 წ.) და მ. ს. – ს (დაბ. 26.10. 2004წ.) ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ. სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი ნიშ­ნო­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სუფ­რა­ზე ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის ნათ­ლი­ი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის, ნუგ­ზარ ბე­ჯა­ნო­ვის მიერ მიწ­ვე­უ­ლი იქნა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ თე­ლა­ვი-ახ­მე­ტა-ყვა­რე­ლი-ლა­გო­დე­ხის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი – გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი, რამ­დე­ნი­მე სხვა თა­ნა­პარ­ტი­ელ­თან ერ­თად.

ამ ნიშ­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ამ­ბე­ბი.გე ყა­რა­ჯა­ლის რწმუ­ნე­ბულს, ალას­კარ სარ­თა­ნოვს ესა­უბ­რა.

“აღ­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნო­ბა ყა­რა­ჯა­ლა­ში მარ­თლაც გა­ი­მარ­თა. იქ არ ვყო­ფილ­ვარ, გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 150-200-კა­ცი­ა­ნი სუფ­რა ყო­ფი­ლა ეზო­ში გაშ­ლი­ლი. ნა­თე­სა­ვებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც” ყო­ფი­ლან, ვი­ნა­ი­დან ენმ-ს წევ­რს ნუგ­ზარ ბე­ჯა­ნოვს და ვა­ლი­ე­ვე­ბის ოჯახს ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ქალ-ვაჟი 15 წლი­საა. რო­გორც ვიცი, გო­გო­ნა ჯერ არ გაჰ­ყო­ლია, არ ვიცი, ქორ­წი­ლი რო­დის ექ­ნე­ბათ.

ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბა დას­ჯა­დია, მაგ­რამ ვის ეყუ­რე­ბა? რო­გორც ამ­ბო­ბენ, „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა“ იმ­დე­ნი და­ლი­ეს, ცეკ­ვის დროს მე­ზობ­ლის გო­გო­ნას და­ე­ჯახ­ნენ და ფეხი მოს­ტე­ხეს. ზუს­ტად არ ვიცი, ვინ წა­აქ­ცია გო­გო­ნა. მის­თვის კა­ციშ­ვილს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია, რო­მელ ექიმ­თან წაყ­ვა­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი… ოღონდ სუფ­რა გა­ი­შა­ლოს და “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი” ყველ­გან მირ­ბი­ან. გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი ნიშ­ნო­ბა­ში 3-4 კა­ცით იყო ჩა­მო­სუ­ლი. ბოტ­კო­ვე­ლი სი­ტყვით გა­მო­სუ­ლა, მიყ­ვარს ყა­რა­ჯა­ლაო და ეგე­თე­ბი უთ­ქვამს. და­ნა­შა­უ­ლის ხელ­შე­წყო­ბა არაა, როცა იცი, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, გა­მო­დი­ხარ და ლო­ცავ? ყვე­ლა საქ­მის კურ­სშია ამ ნიშ­ნო­ბა­ზე, მათ შო­რის პო­ლი­ცი­აც. ეს ბოტ­კო­ვე­ლი ოთხი რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტია”.

ambebi.ge თე­ლა­ვი-ახ­მე­ტა-ყვა­რე­ლი-ლა­გო­დე­ხის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც “დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო” მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

“ნიშ­ნო­ბა­ში მარ­თლაც ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და სა­ერ­თოდ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რგან მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. ეს ქორ­წი­ლი არ ყო­ფი­ლა, ნიშ­ნო­ბა იყო და ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, სად, რო­გორ და რა­ტომ უნდა მი­ვი­დე. სა­დაც ვი­ყა­ვი, იქ ორი­ვე მხრი­დან ეს­წრე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­მიწ­ვი­ეს და ნიშ­ნო­ბა იყო, თუ რა იყო, ოჯა­ხის წვე­უ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. არც ის ვი­ცო­დი, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი თუ იყ­ვნენ, ეს ეხლა შემ­კო­ბი­ლი თე­მაა”.

კი­თხვა – ცეკ­ვის დროს მარ­თლა და­შავ­და თუ არა მათი მხრი­დან ერთ-ერთი სტუ­მა­რი გო­გო­ნა, კან­დი­დატ­მა არ დაგ­ვას­რუ­ლე­ბი­ნა და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა.

  • ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, 18 წლამ­დე ასა­კის ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი არას­რულ­წლოვ­ნად ით­ვლე­ბა. ად­რე­უ­ლი, ანუ ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი, ან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ორი ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთს მა­ინც ჯერ არ მი­უღ­წე­ვია 18 წლის ასა­კის­თვის. ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა მიჩ­ნე­ულ უნდა იქ­ნას, ზო­გა­დად – ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და კერ­ძოდ – ბავშთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვად, რად­გან ით­ვლე­ბა, რომ ბავ­შვს არ შე­უძ­ლია მის­ცეს გა­აზ­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა. ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თი არ არის და სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, გენ­დერულ უთა­ნას­წო­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამას­თან, მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია და გან­სხვავ­დე­ბა რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი 16 წელს მი­უღ­წე­ველ პირ­თან სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და დამ­ნა­შა­ვე ის­ჯე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც 7-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. ასე­ვე ის­ჯე­ბა იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა. მას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე პრი­მა მუხ­ლი გან­სა­ზღვრავს.
  • სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018-2019 წელს ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ა­გენ­ტოს ჯამ­ში 195-მა მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა. აქე­დან 3 არას­რულ­წლო­ვა­ნი 2005 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი.
  • ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე 2018 წელს ცენ­ტრში შე­სუ­ლია 115 შე­ტყო­ბი­ნე­ბა. აქე­დან 1999 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­ზე – 1 შე­ტყო­ბი­ნე­ბა. 2000 წელს და­ბა­დე­ბულ­ზე – 20 შე­ტყო­ბი­ნე­ბა, 2001წელს- 40 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2002 წელს – 40 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2003 წელს – 9 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2004 წელს – 4 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2005 წელს – 1 არას­რულ­წლო­ვან­ზე; ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე 2019 წელს სა­ა­გენ­ტო­ში შე­სუ­ლია 80 შე­ტყო­ბი­ნე­ბა. აქე­დან 2001 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­ზე – 21 შე­ტყო­ბი­ნე­ბა; 2002 წელს და­ბა­დე­ბულ­ზე – 33; 2003 წელს და­ბა­დე­ბულ­ზე 17; 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე – 7; 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე – 2;

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები