დღეის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი უკვე გუშინვე გაჟღერდა. ესენი არიან მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი და სასტუმრო “ოაზისის” ვიზიტორი. დანარჩენები სატვირთო ავტომობილის მძღოლი, საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი, ერთი ე.წ “დონას” კლასტერიდან კონტაქტირებული პირი და ერთიც ჩივილებით მისული პირია.
,,ლაბორატორიული კვლევა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, სამ ლაბორატორიაში და ყველა ზომები არის მიღებული, რომ დროულად იყოს პირველ რიგში, ამათი კვლევის პასუხები ცნობილი. დღის ბოლომდე უნდა იყოს მათი პასუხები ცნობილი. ხუთი პირი საკარანტინე სივრცეში არის გადაყვანილი მეთვალყურეობის მიზნით. კლინიკაში 49 პაციენტი წევს. 2 გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ავტობუსის მძღოლის ინფიცირების წყარო უცნობია, მოგეხსენებათ უკვე დიდი ხანია გეგმიური ტესტირების ფარგლებში, სატრანსპირტო საშუაკებების მძღოლები ექვემდებარებიან ტესტურებას, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები, – მათ კოლეგებს ახალი ჩატარებული აქვთ ტესტირება, ისინი მეთვალყურეობაზე არიან აყვანილი და რიგგარეშე ჩაუტარდება მათ კვლევები. რაც შეეხება ახლო კონტაქტს, -სამსახურეობრივი ორი კონტაქტი თვითიზოლაციის წესს დაექვემდებარა. ასევე ოჯახური კონტაქტებიც მოძიებულია და ისინიც ექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათზე 12 დღის განმავლობაში იქნება მეთვალყურეობა. ჩვენ ვიცით, რომ მოსალოდნელი არის შემთხვევა, რომელიც ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შეიძლება ის ნებისმიერ ადგილზე იყოს, ამიტომაც გაფართოებული ტესტირება დაიწყო ნებისმიერი პირისთვის, ისევე როგორც რისკ-ჯგუფისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ ტესტირება ჩაიტარონ. გაფართოებული ტესტირება შეუძლიათ ჩაიტარონ ქობულეთსა და ბათუმში, როგორც კარვებში ასევე ბათუმის ყველა პოლიკლინიკაში დღის საათებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს”,-განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.
ბათუმსა და ქობულეთში პისიარ ტესტის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კარვები ბათუმში სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული, ესენია: აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის კოშკი და ბულვარის კოლონადები, ქობულეთში კი ადგილობრივებს შეუძლიათ პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ კარავში გაიკეთონ ტესტირება