პასუხების მიხედვით გადაწყდება დაიკეტება თუ არა კლინიკა – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ რუსთავის “ავერსის” კლინიკის კარდიოლოგმა, დავით მაისურაძემ განუცხადა.
„ავერსის კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ამის გამო, კლინიკაში მიმდინარეობს ყველანაირი სანიტარულ-ეპიდემიური ღონისძიებები. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება კოვიდის არსებობაზე. შედეგების მიხედვით გაგრძელდება მუშაობა. ამ ეტაპზე, შეჩერებულია რამდენიმე საათი, პასუხების მიღების შემდეგ გადაწყდება კლინიკის მუშაობა. მე ვფიქრობ კლინიკის მუშაობა სავარაუდოდ გაგრძელდება, მაგრამ მცირე ხნით არის შეფერხება მოხსენიებული მიზეზების გამო“,- განაცხადა ექიმმა.
„რეგიონული კვირის“ კითხვაზე ექიმები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან იმყოფებიან თუ არა კლინიკაში, დავით მაისურაძე ამბობს, რომ ექიმები ამ დროისთვის, კლინიკაში არიან.
„ რა თქმა უნდა, არიან გარკვეული ექიმები კლინიკაში, მაგრამ ეს გამოვლინდა გვიან და ამიტომ ყველას ექიმს, სანიტარს, მედდას ყველა მათგანს უტარდება შემოწმება კოვიდზე და პასუხების მიხედვით დაიგეგმება შემდგომი მუშაოება“,- აცხადებს დავით მაისურაძე.