აჭარაში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებულ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის 1494-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან ტესტირება ბათუმში 1443-მა და ქობულეთში 51-მა პირმა ჩაიტარა .
ანალიზისთვის პოლიკლინიკებში 642 პირი მივიდა.
ღია კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი.
924 ნიმუში იქნა აღებული ოაზისში.
კარვებში 1 სექტემბერს აღებული 600 კვლევის პასუხი სრულად ჯერ არ დასრულებულა.
კარვები ბათუმში ანბანის კოშკთან, აჭარულ სახლთან და ბულვარის კოლონადებთანაა განთავსებული, ასევე ქობულეთში, პარკის ტერიტორიაზე.