ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო.

პარალელურად, მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია მიმდინარეობს.

დილიდანვე, სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი და სკამები.

ეტაპობრივად,  850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსარებით დამუშავება განხორციელდება. ასევე, დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდება სკვერებს, პარკებს, საბავშო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს.

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები