სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობა წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, სოფელ ქვემო ბოლნისში არსებული წყალსადენის მკვებავი მილის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღების ვადა 11 სექტემბერს იწურება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს.
ქვემო ბოლნისში მოსახლეობას წყალი ყოველდღიურად – 6-7 საათით მიეწოდება, თუმცა, ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, ხშირია წყლის დანაკარგების და ქსელის დაზიანების შემთხვევები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევს.
პროექტი ითვალისწინებს წყლის გამანაწილებელ მილსადენებთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მილსადენის შეცვლას სატუმბი სადგურიდან სოფელ ბოლნისში მდებარე გამანაწილებელ კვანძამდე და ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრები 3 500-მდე ადგილობრივი წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს, გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი. სამუშაოებს 200,000.00 ლარამდე მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები