გოჩა ენუქიძე: ონის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის, უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, მუსიკალური სკოლის, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის,მთავარი ბიბლიოთეკისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროებში მიღწეული წარმატებები, პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება რაჭის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ონის მუნიციპალიტეტის განვითარებას დაეთმო.
” ონის მუნიციპალიტეტის ამ სფეროების უკან საამაყო მემკვიდრეობა დგას, აქაურობა ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით, ონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ჩვენ ამ ადამიანებთან ბევრი ვისაუბრეთ ხვალინდელ გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებზე, სამთავრობო ღონისძიებებზე, გავეცანით საჭიროებებს, რომლებსაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ”,- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ.