ქუთაისში 37 საეჭვო პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 37 პაციენტიდან ვირუსი არცერთს დაუდასტურდა.
კლინიკის ინფორმაციით, კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ,რაც ნიშნავს იმას,რომ ვირუსისგან სრულად განიკურნენ.
“დღეს 37 საკვლევი პაციენტი გვყავდა,მათგან ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. ასევე გვყავს გამოჯანმრთელებულები, კორონავირუსი ხუთმა პაციენტმა დაამარცხა, ისინი კლინიკიდან ხვალ გაეწერებიან”,- განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში  კორონავირუსზე10 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები