ირაკლი ქადაგიშვილი: სოფელი დაინტერესებულია მიმდინარე პოლიტიკური საკითხებით
ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. სოფელ შალაურში ძირითადად, შიდა საუბნო გზების და სანიაღვრე არხების პრობლემა გამოიკვეთა. თელავი-ახმეტა-ყვარელი- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივები არა მხოლოდ მიმდინარე პრიორიტეტული საკითხებით, არამედ პოლიტიკური საკითხებითაც არიან დაინტერესებულები.
” სოფელი დაინტერესებულია, როგორც მიმდინარე პოლიტიკური საკითხებით, აგრეთვე, თუ რა გაკეთდა , რა პროგრამები მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ამავდროულად, აინტერესებთ, თუ როგორი იქნება მათი სოფლის მომავალი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველი ინტერესი, რასაც თითოეული მოსახლე და ამომრჩეველი მსგავსი სახის შეხვედრებზე ირჩევს, გარკვეულწილად ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ” ქართული ოცნებას” თავისი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, აქვს ხალხთან საუბრის ძალიან კარგი პლატფორმა”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.