სოზარ სუბარი: კორონავირუსმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ სწორად დავიწყებთ მოძრაობას
რა გავაკეთეთ ჩვენ „კოვიდ“- თან დაკავშირებით? – შევძელით ის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე არის გამორჩეული ქვეყანა, რატომ? როგორ შევძელით ეს? – შევძელით ერთიანობით, ხელისუფლება, ხალხი, საზოგადოება, ექიმები, ეპიდემიოლოგები ყველანი დავდექით ერთად, თოკს მოვკიდეთ ხელი და გავიმარჯვეთ. – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამგორის რაიონში, სოზარ სუბარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
„დღეს შემოდგომის მერე დღეა და უკვე ვხედავთ, რომ თითქოს სექტემბერს ელოდებოდა და დაიწყო „კოვიდის” მეორე ტალღა, რომელიც ვიცოდით, რომ იქნებოდა და რომელსაც ელოდებოდა და წინასწარმეტყველებდა მთელი მსოფლიო. რა გავაკეთეთ ჩვენ კორონავირუსთან დაკავშირებით? – შევძელით ის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე არის გამორჩეული ქვეყანა, რატომ? როგორ შევძელით ეს? – შევძელით ერთიანობით, ხელისუფლება, ხალხი, საზოგადოება, ექიმები, ეპიდემიოლოგები ყველანი დავდექით ერთად, თოკს მოვკიდეთ ხელი და გავიმარჯვეთ. გავიმარჯვებთ ამ მერე ტალღაზეც, გავიმარჯვებთ შემოდგომაზეც. კოვიდმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ სწორად დავიწყებთ მოძრაობას“,- განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებული პროექტის „ცე“ ჰეპატიტიის ელიმინაციის შესახებაც ისაუბრა.
„მოვიყვან ერთად დგომის ერთ მაგალითს, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა და ჩემი დაწყებულია – „ცე“ ჰეპატიტს ვგულისხმობ. „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობა დავიწყეთ სასჯელაღსრულებაში, ციხეებში, პატიმრებთან. მე, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც იყო ჩემი მოადგილე და ის კურირებდა ჯანდაცვას, და თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც მაშინ იყო ჩვენს მიერ აყვანილი, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, რომ ყველა პატიმრისთვის გვემკურნალა „ცე“ ჰეპატიტზე. ყოველ მეორე პატიმარს, ჰქონდა ჰეპატიტი და საოცარი გავრცელება იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი მეორე პატიმარი განწირული იყო სივდილისთვის, და ყოველი დარჩენილი მეორე პატიმარი იყო საფრთხის ქვეშ გადაედებოდა. „კოვიდივით“ არ არის, მაგრამ ძალიან გადამდებია. როცა ეს პროგრამა წარვადგინეთ მთავრობაზე, რომ ამას ვაკეთებთ, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი და გვითხრა, რომ თქვენ აკეთებთ იმას, რომ ხალხი მალე ციხეში შევა ამის გულისთვისო. გვითხრა ერთ კვირას გაძლევთ და ქვეყანას უნდა ვუმკურნალოთო. საიდან უნდა მოგვეძებნა გუნდი ერთ კვირაში, რომელიც მთელ ქვეყანას უმკურნალებდა? მაგრამ ნელ-ნელა იღებოდა ყველა კარი. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ამ ვერაგი დაავადების ელიმინაცია ხდება, სადაც 65 000 ადამიანი უკვე გადარჩა სიკვდილს, ამის მიღწევა შეიძლება, როდესაც სწორ ამოცანას დაისახავ მიზნად“, – განაცხადა სუბარმა.
მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალგაზრდებს სამგორში, ჰუალინგის დასახლების სკვერში ხვდება.