სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია და სავარგულების გასარწყავიანება – საგარეჯოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს მელიორაციის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელმა – გვანცა დარისპანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან საექსპლუატაციო სამუშაოების დაგეგმვასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დეტალურად მოხდა სოფლის საჭიროებების გაცნობა, რაც ძირითადად სატუმბი სადგურების რეაბილიტაციას და სავარგულების გასარწყავიანებას ეხებიდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე- ალექსი გილაშვილი და სოფლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი – ივანე ფანოზიშვილი ესწრებოდნენ.