ბანძაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ბანძის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 52 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.
ამ დროისთვის, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: მოსაცდელის მოწყობა, საპირფარეშოს მშენებლობა და ლეკეკელეში გარე-განათების მოწყობა.
ბანძაში, კერძოდ ლევახანეში ორი ხიდ-ბოგირის და წყალსაწრეტი არხის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
უახლოეს დღეებში, სტადიონის შემოკავების და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები