ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით 37 მოქალაქე შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომრბით 37 პაციენტი გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი ე.წ “დონას” კლასტერის კონტაქტებია, მათ ამ დროისთვის ლაბორატორიული კლევა უტარდებათ.

“კლინიკაში ამ დროისთვის 37 საკვლევი პაციენტი გვყავს. მათ ლაბორატორიული კვლევა უტარდებათ. პასუხები ხვალისთვის იქნება ცნობილი”,- განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, კლინიკაში ამ დროისთვის 15 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები