ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობაში საგანგებოდ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მძღოლი, რომელსაც დღეს კოვიდ19 დაუდასტურდა, ბათუმი-ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ ავტობუსზე მუშაობს.

აჭარის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული მარშრუტით ბოლო პერიოდში გადაადგილდებოდა ჩაიტარონ პისიარ ტესტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები