შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა აგვისტოში 170 მოქალაქე გადაარჩინეს
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა აგვისტოს თვეში 170 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4-ბალიანი შტორმის დროს – 23. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა აგვისტოს თვეში 170 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4-ბალიანი შტორმის დროს – 23.
გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია. მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს – შტორმის დროს და არაფხიზელ მდგომარეობაში არ შევიდნენ წყალში, ბავშვები სანაპიროზე უყურადღებოდ არ დატოვონ.
სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა მთლიანობაში 346 მოქალაქე გადაარჩინეს.