ახალსოფლის და საგვიჩიოს ბაღების რეაბილიტაციაზე 37 438 ლარი დაიხარჯება
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ბაღების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე 37 438 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე “რამინ შენგელია” აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერა.