გიორგი ტატუაშვილმა დმანისელ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ადგილობრივ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„ვულოცავ ყველა აბიტურიენტს, რომელიც წელს სტუდენტი გახდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და მათ მინდა ვუსურვო წარმატება! ხოლო ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო წელს ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, არ დაკარგონ მოტივაცია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ”, – განაცხადა ტატუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები