ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გრძელდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან ერთად, ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

გზა რეაბილიტირდება ახალსოფლის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე. სამუშაოების ღირებულება 214 034 ლარია.

სულ ოფაჩხაფუს გზის რეაბილიტაციაზე 600 000 ლარამდე დაიხარჯა.

გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები