სოფელ მოძვში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მოძვში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ეწყობა 2 რეზერვუარი და მაგისტრალის დაქსელვის სამუშაოები. პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი და საქართველოს რგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები