რუსთავში კორინავირუსი 37 წლის მამაკაცს დაუდასტურდა

რუსთავის “ცხელების ცენტრში”
კორონავირუსი 37 წლამდე მამაკაცს დაუდასტრუდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.

მათი თქმით, მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა.

“გუშინ საზღვრიდან შემოვიდა ჩვენთან სომხეთის მოქალაქე, რომელიც არის ტრაილერის მძღოლი. დღეს, დილით მოვიდა დადებითი პასუხი კორონავირუსზე. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში”, – განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 24 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები