ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ციცაგიაანთკარში ახალი სასმელი წყლის სისტემის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორიის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, პროექტის ღირებულება 358 843 ლარია.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულდეს
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებს.

ადგილობრივები გასული საუკუნის 80 – იან წლებში მოწყობილი, ამჟამად უკვე ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობენ. შედეგად მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება.

“საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის „ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის „ზრდა“ პროექტი დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთოს მხარდაჭერით იტალიის რესპუბლიკისგან მიიღო. კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო USAID-ის „ზრდა“ პროექტის, ეუთოსა და იტალიის რესპუბლიკის მიმართ“. – განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები