ლანჩხუთის მერიამ და წითელმა ჯვარმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ჟორდანიამ სტიქიით დაზარალებულ და შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ქალბატონ ნათია ლოლაძეს და ქალბატონ ნატო ჟორდანიას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. ამ ოჯახებს გვერდით დგომა და დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
ცნობისთვის, დახმარება სტიქიით დაზარალებულ 73 ოჯახს გაეწევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები