მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.

სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ამ ხნის მანძილზე ჩაკეტილ ლენჯერსა და დაბა მესტიაში 5 000-მდე სწრაფი და 1 500-მდე განმეორებითი ტესტირება ჩატარდა.

” 10 აგვისტოდან დღემდე მუნიციპალიტეტში ჩატარდა 5 000-მდე PCR კვლევა, აქედან, 1 500 იყო მეორადი ტესტირება. ბოლო დღეების განმავლობაში, დაბა მესტიაში და ლენჯერში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მასიური თერმოსკრინინგი სოფლებში გაგრძელდება”, – განაცხადა ვიბლიანმა.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები