სენაკი რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი სენაკის მუნიციპალიტეტში დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ გაიხსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ფესტივალის დამფუძნებელს, სოხუმის თეატრის რეჟისორსა და დასს ფესტივალის გახსნა მიულოცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.
რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1-6 სექტემბერს ტარდება სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე ღია ცის ქვეშ. მასში მონაწილეობას იღებს ქართული რეგიონული თეატრალური დასები: დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან.