შალვა კერესელიძე: სიონს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი
„ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიას თიანეთში აგრძელებს. კანდიდატმა შეხვედრა დაბა სიონის მცხოვრებლებთან გამართა. შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია,რის განხორციელებასაც მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
კერესელიძე სიონის გარდა, ასევე იმყოფებოდა სოფლებში – მყუდრო, ბოჭორმა, ომარაულები და ორხევი. ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად სასმელი წყლის და ინფრასტრუქტურის პრობლემები აწუხებს.
„სიონი ეს გახლავთ ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის და სწორედ აქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ეს იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის, ეს გვითხრა მოსახლეობამაც, თქვენ ნახეთ, რამდენი კაფეები და რესტორნებია სიონში და ამ ადგილს სჭირდება განვითარება, სიონს აქვს ძალინ დიდი ტურისტული პოტენციალი,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ,რაც შეეხება სოფლებს მყუდროს, ბოჭორმას, ომარაულებს და ორხევსმოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა არის სასმელი წყალი. წყალი მართლაც რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვნი პრიორიტეტია ჩვენთვის მომავალი წლების ბიუჯეტების ფორმირების დროს,“-განაცხადა კერესელიძემ.