ქორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ

ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – ქორეთსა და კალვათაში წყალმომარაგების სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი გარდამავალია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

“ამ ეტაპზე, მიმდინარე სამუშაოები მაგისტრალის დაქსელვას მოიცავს. სამუშაო პროცესს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ბენიამენ ფალავანდიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად გაეცნო. პროექტის დასრულების შემდეგ, ორივე სოფლის 955 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები