სამტრედიაში რაგბის სკოლა გაიხსნა
სამტრედიაში რაგბის სკოლა გაიხსნა. კლუბმა პირველი მაისის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანზე პირველი შეკრება უკვე გამართა.
შეკრებას მუნიციპალიტეტის – მერი ვალერი ფოცხვერია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კლუბის მესვეურებმა სტუმრებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
რაგბის მოყვარულებს #Phoenix საშუალებას აძლევს წარმატებულ, ცნობილ მორაგბეებთან ერთად ივარჯიშონ და სპორტის ეს პოპულარული სახეობა სამტრედიაშიც განავითარონ.