6 სექტემბერს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ11-კმ19 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2020 წლის 6 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები