წალენჯიხაში ტრაქტორის მისაბმელი გადაბრუნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ტრაქტორის მისაბმელი გადაბრუნდა და სამი ადამიანი  მოიყოლა.

როგორც “რეგიონულ კვირას” წალენჯიხის მერიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, ერთი შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ტრაქტორის მძღოლის მეუღლე და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდნენ.

ერთერთი ადგილობრივის ინფორმაციით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით ერთი სოფლის მაცხოვრებელი რამდენიმე ადამიანი გადაადგილდებოდა, ისინი მეზობელს თხილის შეგროვებაში უნდა დახმარებოდნენ. დაშავებულები ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები