აჭარაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ერთი ინფიცირებული საკონდიტრო ,,დონას“ თანამშრომელია.
ინფორმაციას აჭარის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ავრცელებს. როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის, აღებულია 50 ლაბორატორიული ნიმუში. ,,დონას“ თანამშრომლის ახლო კონტაქტები განსაზღვრულია. მისი ახლობლების და ოჯახის წევრების ნაწილი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
აჭარის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ვინმე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იმყოფებოდა საკონდიტროში, გაიაროს უფასო პისიარ ტესტირება, ბულვარის კოლონადებთან და აჭარულ სახლთან სპეციალურად განთავსებულ კარვებში.
კარავი ასევე ფუნქციონირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც.
რაც შეეხება კორონავირუსის ექვს ახალ შემთხვევას – სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ორი საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი.