ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 254-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
31 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 254 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა – ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულთა შორის არიან, ცხელების ცენტრების 21 პაციენტი, კარანტინიდან 8, თვითიზოლაციდან 5 პირი , სამედიცინო სფეროს 59 წარმომადგენელი, შსს-ს 138 თანამშრომელი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 4 პირი. დადასტურებული შემთხვევის 15 კონტაქტი და ოთხი მძღოლი.
რაც შეეხება, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, ამჟამად, კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, ხოლო 4 ცხელების სიმპტომებითაა მოთავსებული კლინიკის “ცხელების ცენტრში”.
კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პაციენტმა გუშინ დატოვა.
რაც შეეხება ბოლო დადასტურებულ შემთხვევას – ინფიცირებული ქალს, რომელმაც თბილისი-ზუგდიდის მატარებელით იმგზავრა. ამ დრომდე მატარებლის 9 მგზავრია იდენტიფიცირებული, 4 მათგანი კარანტინში იმყოფება, ხოლო 5 თვითიზოლაციაშია.