თეთრიწყაროში მუნიციპალური თამაშები 2020 გაიმართა
29-30 აგვისტოს ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე, ქ. თეთრიწყაროსა და ხაიშის საფეხბურთო გუნდების ფინალური შეჯიბრი ანგარიშით ფრედ 1:1 დამთავრდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
საფეხბურთო თამაშები ,,მოყვარულთა თასი 2020“ -ის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით იმართება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამარჯვებულის გამოსავლენად განმეორებითი ფინალური ტური უახლოეს დღეებში გაიმართება და გამარჯვებული საფეხბურთო გუნდი იასპარეზებს შემდგომ რეგიონალურ ტურნირზე.
ჩემპიონატის მიზნებია: ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა.
ტურნირს ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამასურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ყაზახაშვილი.