„ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი „შუქრუთი +“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი „შუქრუთი +“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე – 46 წლის კობა ჩაფიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

კობა ჩაფიძეს საჩხერის საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

“ჭიათურაში, ვაკე-ტყე ოთხის მაღაროზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა. შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი +“-ის ობიექტზე მოხდა.

დაშავებული საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქვეკონტრაქტორი ფირმის ობიექტზე მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები