მიხეილ რამიშვილი: თამარის მანქანაზე მგზავრის მხარეს კარები არის დაზიანებული

ექსპერტიზის დროს ვნახეთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე მგზავრის მხარეს კარები არის დაზიანებული – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ავტომომბილის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ავტომობილში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ არ მიეცათ საშუალება ძირეული კვლევა ჩატარებულიყო.

„ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც შესაძლებელი იყო, რომ ძირფესვიანად მიგვეღო ინფორმაცია, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა. თუმცა, ერთი საინტერესო რამ იყო, ამ სიცხეში გადაადგილების დროს რატომღაც კონდინციონერი იყო გამორთული. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ოთხივე ფანჯარა იყო აწეული და გადაადგილება ხდებოდა, კონდიციონერი წესით უნდა ჰქონოდა ჩართული, მაგრამ ეს ასე არ იყო. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, სავარაუდოდ, ეს ავტომობილოი იყო ბუქსირებული. გარდა ამისა აღმოვაჩინეთ რომ მგზავრის კარებს აღენიშნება გარეთა მხრიდან სახელურთან დაზიანება. ასევე ავტომობილის გასაღებზე უნდა ყოფილიყო მეხსიერების ბარათი, რაც არ არის და მამამისის მხრიდან გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია. უკანა სავარძელზე აღმოჩენილი იქნა თმის ღერები, შეესაბამისად დაილუქა“, – განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები