სოფელ დიმის N2 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის მოსახლეობას მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი ექნება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, N2-ე საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. ბაღის სამშენებლო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე შენობის ოთახების, დერეფნების და გარე ფასადის შეღებვა, ასევე ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ” ბა-ნი” აწარმოებს და მისი ღირებულება 562000 ლარს შეადგენს. სოფელ დიმის N2-ე ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, რაც დაახლოებით 50-მდე ბავშვს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები