ზესტაფონის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებს

სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, საავტომობილო გზის ზედაპირი ასფალტის საფარით მოეწყო. სტაროსელსკის ქუჩაზე ახლა ტროტუარების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
„სტაროსელსკის ქუჩა, ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი მონაკვეთია. აღდგენილი გზის საშუალებით, უფრო მარტივი და კომფორტული გახდება გადაადგილება ავტოტრანსპორტისთვის, ამასთან ერთად, ქალაქის ინფრასტრუქტურას, კიდევ ერთი რეაბილიტირებული მონაკვეთი შეემატება“, – გიორგი გოგლიოჩიძე
სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის კეთილმოწყობისთვის 358 999 ლარი იხარჯება. სამუშაოებს სატენდერო ვალდებულებით, შპს “Ceorgia build” ახორციელებს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები