ზაალ მიქელაძე: როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, მე ადგილობრივების ოჯახის წევრად დავრჩები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიიდან პარლამენტის მანდატისთვის ზაალ მიქელაძე იბრძოლებს.
აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის არჩევნები რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ყოველთვის დარჩება ადგილობრივების ოჯახის წევრად.
“უდიდესი ემოციაა, როცა შენი სოფლის მუნიციპალიტეტის მკვიდრებს ხვდები, ამ შემთხვევაში ორმაგად საპასუხისმგებლოა. ჩვენი მოქალაქეები ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ, დარწმუნებული ვარ ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებენ. მე ყოველთვის ვარ მათთან ერთად, ყოველთვის ვგრძნობ მთ მაჯისცემას. 80 პროცენტის ოჯახში ვარ შესული, როგორც ოჯახის ექიმი, ბავშვთა ექიმი, ყოველთვის მათ ვემსახურებოდი და როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, მათი ოჯახის წევრად დავრჩები“-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები “ქართულმა ოცნებამ” დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც წარადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები