რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება

რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

დღევანდელ ექსპერტიზას „ჰიუნდაის” წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ესწრებიან.
ასევე ადგილზე იმყოფებიან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და გარდაცვლილი პროგრამისტის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ავტომობილს ტექნიკური დათვალიერება პირველად უტარდება.

ასევე, მისი თქმით, ამ ექსპერტიზით გახდება ცნობილი, შეეძლო თუ არა თამარის ავტომობილს იმ ტერიტორიაზე გადაადგილება, სადაც ის იქნა აღმოჩენილი.

“დღეს ავტომობილს ჩაუტარდება ექსპერტიხლზა და დეტალურად იქნება გამოკვლეული ავტომობილის მდგომარეობა, თუ როგორ გადაადგილდებოდა ეს ტექნიკური საკითხები ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი. ამ ექსპერტიზას არ დაუგვიანებია, ჩვენ გვინდოდა დიაგნოსტიკური აპარატის შეძენა. ჩვენ დავუკავშირდით ჰუნდაის სათაო ოფისს, გავარკვიეთ თუ რა შესაძლებლობა აქვს ამ ავტომობილს, რა ინფორმაცია შეიძლება ამ ავტომობილიდან მოღებული, რომ იქნეს. ჰუნდაის წარმომადგენელიც იქნება დღეს და შესაბამისად რა კითხვებიც გვაქვს ყველაფერს დეტალურად გაეცემა პასუხი. ბევრი კითხვა გარკვეულია თუმცა ექსპერტიზის პროცესშიც გაჩნდა კითხვები.
კიდევ ერთხელ გავიმმეორებ, რომ ეს ექსპერტიზა ეხება უშუალოდ ავტომობილს და მის სავალ ნაწილებს, თუ შეეძლო ავტომობილს იმ ადგილას გადაადგილება სადაც აღმოვაჩინეთ, ხომ არ იყო საბურავები ისეთ მდგომარეობაშო რა მგომარეობითაც აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები