საჩხერეში ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა
29-30 აგვისტოს საჩხერეში ჩატარდა ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი ძალოსნობაში 17 წლამდე ვაჟებს შორის” . შეჯიბრში მონაწილეობას ხაშურის სასპორტო სკოლის მოსაწავლეებიც იღებდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს.
I ადგილი დაიკავა გიგა ოდიკაძემ – 49 კგ
I ადგილი დაიკავა გიორგი ხარაზიშილმა – 61 კგ
II ადგილი დაიკავა ბაჩო კილაძემ – 81 კგ
II ადგილი დაიკავა გიორგი ქვრივიშვილმა – 89 კგ
ხაშურის სპორტსკოლა ულოცავს გამარჯვებას ძალოსნებს და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებზე.
სპორტსკოლის ინფორმაციით, ძალოსნების მწვრთნელები – ზაურ ღონრაძე და ავთო ლომიძე არიან.