რუხის კლინიკაში “კოვიდ19”-ისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საავადმყოფში კოვიდიინფექციისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მედიას კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ განუცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაცნიებტები ე.წ. ლენჯერის კლაასტერიდან არიან.
რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც რუხის კოვიდცენტრში განაგრძობენ მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ბოლოს მიღებული ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. მამაკაცთან დაფიქისრებული არის ორმხრივი პნევმონია, დანარჩენ სხვა გართულებებს ამ ეტაპზე, ადგილი არ აქვს. მათი მკურნალობა გრძელდება პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება დანარჩენ დადასტურებულ შემთხვევებს, ჯამში ჩვენ გვყავს ხუთი პაციენტი აქედან ორი უკვე გამოჯანმრთელდა და ვგეგმავთ დღის განმავლობაში მათ გაწერას. ცხელებით შემოსულ პაციენტებს რაც შეეხება, კვლავ 4 პაციენტი გადის ჩვენთან მკურნალობას, რომელთა პისიარ კვლევა დაგეგმილია დღეს და დღის ბოლოს უკვე გადაწყდება მათი მკურნალობის გაგრძეკებისა და ბინაზე გაწერის საკითხი. ყოვედღიურ რეჟიმში, ცხელებით შემოსული პაციენტის ტესტირება ხდება სწრაფ ტესტირებას კი ვუტარებთ ტრაილერის მძღოლებს“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 65 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.