ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები სრულდება

DCIM/101MEDIA/DJI_0112.JPG

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მიმდინარე არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს. სამუშაოების 95% შესრულებულია ზუგდიდის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. მასშტაბური პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
შესრულებული სამუშაოები, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ნაფეტვარიძემ.
წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ზუგდიდში პირველად აშენდა. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს.
გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ქალაქის წყალარინების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია აგვისტოს დასაწყისში დასრულდა. წყალარინების ორივე პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 125 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. ამ ეტაპზე, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების 8 პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით – 357 მილიონამდე ლარი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები